ბრედლი კუპერის სარეჟისორო დებიუტი, კანტრი-მუსიკის ყოფილი ვარსკვლავის ჯექსონ მეინის შესახებ, რომლის კარიერა სწრაფად დაღმა სვლას დაიწყებს. ერთ დღეს, ჯექსონი ყველასათვის უცნობ ნიჭიერ მომღერალ გოგონას ელის გაიცნობს, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებს წარმატებისკენ სვლას. მალე გმირებს შორის ვნებიანი სასიყვარულო რომანი გაღვივდება. ექს-ვარსკვლავი, ელის წარმატების მიღწევაში ეხმარება, მაგრამ რაც უფორ სწრაფად მიიწევს გოგონა მუსიკალური კარიერის დიდების მწვერვალზე, მით უფრო რთულად უჭირს საბოლოოდ ჩრდილში აღმოჩენილ, ყველასგან დავიწყებულ, არასაჭირო, გალოთებულ და სასოწარკვეთილ ჯექსონს თავისი დიდების ჭკნობასთან შეგუება…